გაკვეთილის გეგმა

152-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი- ფიქრია გურაშვილი


 გაკვეთილის  მთავარი თემა
ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა
 სწავლების საფეხური
 მე-11კლასი
 მოსწავლეთა პროფილი
  24 მოსწავლე
 
 გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
 მოსწავლეები ეცნობიან  ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ახალი ტიპის სახელმწიფოს ჩაომყალიბებას, მისი განვითარების გზებს. ასეთ სახელმწიფოში ადამიანი არის აღიარებული მთავარ ღრებულებად და სახელმწიფო ემსახურება მის კეთილდღეობას.
ხელისუფლების სხვაასხვა შტო, გარდა იმისა, რომ ასრულებს უშუალოდ თავის მოვალეობას, ერთმანეთს აკონტროლებს და აწონასწორებს. ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი პრონციპი.



 გაკვეთილის მიზნები და შედეგები

               
-         მოსწავლები მიიიღებენ ცოდნას ამერიკის შეერთებული შტატების მმართველობის შესახებ.
-         მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ქვყნის სახელმწიფო მმართველობის ფორმის, ტერიტორიული მოწყობის, პოლიტიკური რეჟიმის ჩამოყალიბების, ანალიზის, სახელმწიფო მმართველობის ცვლილებების ზეგავლენის განსაზღვრის უნარი.
-         მოსწავლე ახასიათებს და ერთმანეთს ადარებს სახელმწიფო მმართველობის განსხვავებულ ფორმებს.
-         ისტ. XI.3 მოსწავლეს შეუძლია სახელმწიფოს რაობისა და მნიშვნელობის ანალიზი.
-         ისტ. XI.4 მოსწავლეს შეუძლია მმართველობითი სტრუქტურების ჩამოყალიბებისა და დროში ცვალებადობის ანალიზი.
 წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებმა იციან დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ისტორია და მისი მნიშვნელობა, ამერიკის კოლონიზაციის დასაწყისი  და XVII საუკუნის დასაწყისის ინგლისის სოციალურ-პოლიტიკური ვითარება.

 შეფასების საგანი და პროცედურები

1.       - დოკუმენტების (მიმოწერების, სიგელების, წერილების) გაცნობა;
2.        - პერიოდის სირთულეების გაანალიზები და ამის მიხედვთ გადაწყვეტილებათა განსაზღვრა, სახეებისა და ხასიათების ანალიზი;
3.       - შეფასებისას დაკვირვების ობიექტის განსაზღვრა,   ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა;
4.       - გამოვიყენებ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას.



სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

1.       - სახელმძღვანელო;
2.       - რუკა;
3.       - ფოტოები;
4.       - შერჩეული დამატებითი მასალა;
5.       - სამუშაო რვეული;
6.       - შეფასება ხდება გაკვეთილის მსვლელობის დროს



გაკვეთილის მსვლელობა
    1-ლი ფაზა  A -  გამოწვევა

-          აქტივობა (5 წუთი)
-         - მოსწავლეებისთვის გაკვეთილის თემის და მიზნის გაცნობა;
-         - კლასის ორგანიზება;
-         - ჯგუფების შექმნა და წესების შეხსენება;
-         - კითხვა-პასუხი:
-         1. რა იცით ისტორიული პიროვნების შესახებ?
-         მაგალითად,
-         „ქრისტეფორე კოლუმბი“,
-          „ჯორჯ ვაშინგტონი“
-         „თომას ჯეფერსონი“
მოსწავლეებს შეუძლიათ სამუშო რვეულში მოინიშნონ პასუხი, შემდეგ დააფიქსირონ ზეპირად.

 მე-2 ფაზა   B -   ცოდნის კონსტრიურება

-         - ინდივიდუალური მუშაოება წყაროზე. 10 წთ;
მოსწავლეები ეცნობიან წყაროს და იწერენ მნიშვნელოვან ფაქტებს სამუშაო რვეულში და ადგენენ ქრონოლოგიურ სქემას.
-          
-         - ჯგუფური მუშაობა. 10 წთ.
მოსწავლეებს ვაჯგუფებ მათი სურვილის მიხედვით. ჯგუფები შეთავაზებული საკითხებიდან ირჩევენ მათთვის სასურველ სადისკუსიო საკითხს. სავარაუდო საკითხები:
1.       რატომ განაწილდა ამერიკა ესპანელებს, პორტუგალიელებს და ფრანგებს შორის;
2.       რამ განაპირობა აშშ-ს შექმნა, რატომ ეწოდა მას შტატები. განსაზღვრეთ ტერიტორიული მოწყობის ამ ფორმის უპირატესობა.
3.       იყო თუ არა ქვეყნისთვის გამოსავალი „ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის“ მიღება? რატომ? დაასაბუთეთ.
4.       რას ფიქრობთ საპრეზიდენტო მმართველობის შესახებ? რატომ?
5.       მოიყვანეთ თქვენი მაგალითები, გაამაგრეთ არგუმენტებით. 
-         ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეები ადგენენ ცხრილს, რომელსაც პრეზენტაციის პროცესში იყენებენ.

ქ. კოლუმბი და მისი დამსახურება
ტერიტორიების ჩამოყალიბება, ა.შ.შ.-ს შექმნა
ვის და რაც ეხება ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია
ჯ. ვაშინგტონი პირველი პრეზიდენტი
იურისტი თ. ჯეფერსონი






-         -  დისკუსია ჯგუფებს შორის. 10 წთ.

მოსწავლეები დისკუსიის პროცესში აკეთებენ არჩეული საკითხის პრობლემის ანალიზს.

   მე-3 ფაზა C - რეფლექსია

-         - მოსწავლეების აქტივობა - პრეზენტაცია. 
-         - ორგანიზება - წყვილებში;
-         - ანალიზის, ცოდნის მიღებისა და გამოყენების უნარის გამოკვეთა; საკითხი, რომელიც კარგად იქნა გამოკვეთლი და რომელზეც აქცენტი ნაკლებად გაკეთდა ან არ გაკეთებულა.  
-         - ჯგუფური მუშაობის შეჯამება;
-         - განმავითარებელი შეფასების გაკეთება;
-         - საშინაო დავალების მიცემა.
საშინაო დავალება
-         სურვილის მიხედვით, შეარჩიონ, მოიძიონ მასალა და გამოჩენილი ისტორიული პიროვნებების ჯ. ვაშინგტონის, თ. ჯეფერსონის და ჯ. მედისონის ცხოვრებას და მოღვაწეობას.
-         სახელმძღვანელოში მოცემული მასალის მიხედვით „ა.შ.შ.-ს ხელისუფლების ორგანოები 1787 წლის კონსტიტუციის მიხედვით“;
აირჩიონ და შეადარონ მათ მიერ აქამდე შესწავლილი რომელიმე ქვეყნის ხელისუფლების მმართველობის სქემას, გააკეთონ დასკვნები. მოსწავლეებმა გააანალიზონ სახლში  კლასში მიღებული და წიგნში მოცემული მასალა.
(5 წუთი)

Комментариев нет:

Отправить комментарий